ჩემ შესახებ
დავამთავრე ოზურგეთის N5 საშუალო სკოლა 1979 წელს. უმაღლესი
განათლება მივიღე ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის
სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი რუსული
ენისა და ლიტერატურის სპეციალობით).
პარალელურად ვმუშაობდი ოზურგეთის რაიონის ანასეულის
ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში არქივარიუსად.
პედაგოგიური მოღვაწეობა დავიწყე ანასეულის საბავშვო ბაღში 1986 წელს.
1990 წლიდან დღემდე ვმუშაობ სსიპ-ქალაქ ოზურგეთის
N5 საჯარო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად.
2008-2009 წლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერად
მუშაობა დამეხმარა პედაგოგიურ საქმიანობაში
2017 წლიდან
ვმუშაობ დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.
სხვადასხვა წლებში მოსმენილი მაქვს ტრენინგ/სემინარები:
ვარ სერტიფიცირებული პედაგოგი 2013 წლიდან და მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით მინიჭებული მაქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
მიყვარს ბავშვებთან ერთად მუშაობა, კოლეგებთან ერთად
მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და ოჯახის წევრებთან ერთად პიკნიკზე სიარული.
ჩემს პროფესიას პატივს ვცემ და საქმიანობას
პასუხისმგებლობით ვეკიდები.
ნატო ზარანდია
No comments:
Post a Comment